| |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის ინტერნეტ მომსახურება (ვებ–სერვისი, ელექტრონული ფოსტა).
- უნივერსიტეტის ქსელური ინფრასტრუქტურის მომსახურება.
- უნივერსიტეტის შიდა ქსელური სერვისების პროგრამული უზრუნველყოფა.
- ინტეგრირებული პროგრამული (ERP სისტემების) დანერგვა.
- სხვადასხვა დისციპლინებში ელექტრონული კურსებისა და დისტანციური სწავლების დანერგვა–განვითარება.
- კომპიუტერული კლასტერული ინფრასტრუქტურის განვითარება.
- უნივერსიტეტის შიდა ქსელის გლობალურ სამეცნიერო კომპიუტერულ ქსელში (GRID) მიერთება.
- კომპიუტერული სარესურსო ცენტრების ფუნქციონირება უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა სწავლებისა და მათი კომპიუტერულ რესურსებთან დამოუკიდებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად დეპარტამენტი წარმართავს შემდეგი სახის საქმიანობას:
- ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლოგიის შემუშავება.
- ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოება დ და მოდიფიცირება.
- ქსელური ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფა.
- თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
- სხვა საუნივერსიტეტო და საზღვარგარეთის სამეცნიერო კომპიუტერულ ცენტრებთან საერთო პროექტების განხორციელებისათვის დეპარტამენტის სისტემური პროგრამებისა და ინტერნეტ–კავშირის უზრუნველყოფა.
- დეპარტამენტის კომპიუტერული პარკის სისტემური უზრუნველყოფის მოდიფიცირება.
- კომპიუტერული ტექნიკის საგარანტიო შეკეთების მონიტორინგი.
- შესაძლებლობის ფარგლებში ტექნიკურად და პროგრამულად გაუმართავი კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება.
|
|